1. პროექტის სახელი: Трагическая судьба русских поэтов начала двадцатого века. 2.პროექტის მოკლე აღწერა : გაცნობა საბჭოთა კავშირის ეპოქის ცნობილ პოეტებთან (სერგეი ესენინი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, ნიკოლაი გუმილიოვი, მარინა ცვეტაევა)
3. პროექტის სრული აღწერა: ეს ინფორმაციულ-შემოქმედებეთი პროექტია. მასზე მუშაობაში შეიძლება ჩაერთოს მოსწავლეების რამოდენიმე ჯგუფი. თითოეული ჯგუფი განსაზღვრავს იმ პოეტის ცხოვრებას და შემოქმედებას, რომელზეც სურს მუშაობა და მასალების შეგროვება. პროექტის მსვლელობისას მათ უნდა გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს:
· რით არის ეს ხალხი ცნობილი?
· რა წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის ისტორიაში, კულტურაში, პოეზიაში?
· რატომ იყვნენ პოეტები აკრძალულები იმ პერიოდში ?
· რაში გამოიხატება მათი ცხოვრების ტრაგიზმი ?
· როგორ დაასრულეს მათ სიცოცხლე ?
პროექტის მსვლელობის განმავლობაში პედაგოგი ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მასალის გაანალიზება, სისტემატიზირება და დაკავშირებაში.
ეს პროექტი მიზნად ისახავს:
· საფუძვლიანად გავეცნოთ რუსი პოეტების ბიოგრაფიას;
· ხელი შეუწყოს მოზარდ თაობას რუსული პოეზიის, ისტორიის და კულტურის სფეროში გათვითცნობიერებით ზოგადკულტურული განვითარების სათანადო დონის შექმნაში;
· მეოცე საუკუნის დასაწყისის ცნობილი და იმ პერიოდში აკრძალული რუსი პოეტების ტრაგიკული ცხოვრებისა და შემოქმდების შესწავლა;
· მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია.
ჯგუფების მუშაობის შედეგი იქნება 2-3 გვერდიანი Word დოკუმენტი, რომელშიც ესსეს სახით იქნება გადმოცემული მათი არჩეული თემა (კერძოდ-პოეტი). პრეზენტაცია ხდება რუსულ ენაზე. თვიტოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის მინი-პროექტს ისტის დახმარებით. წარდგენის შემდეგ ჯგუფი გასცემს პროექტის სხვა მონაწილეებს პასუხს.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-17 წლის ( 10-12 კლასები)
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირიდან-2 თვემდე სასწალო წლის განმავლობაში.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
· შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება;
· სწავლის ვიზუალიზაცია;
· ფიქრი და აზროვნება;
· კლასის დაყოფა სამუშაო ჯგუფებად;
· საკლასო ან ჯგუფური დისკუსია;
· ჯგუფების მუშაობის მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბება და განსაზღვრა;
· მოსწავლეების მუშაობა ისტის მეშვეობით (ინფორმაციის მოძიება, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები)
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
· ვებ-ბლოგები;
· პრეზენტაცია
8. სარგებლობა სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსი პოეტების ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. ინფორმაციული საიტის შექმნის შემთხვევაში რუსულ კულტურაში, ისტორიაში და ლიტერატურაში დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ თავიანთი დამუშავებული თემები ამ საიტზე. ამგვარად, ინტერნეტის ყველა მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მისთვის საინტერესო აღნიშნული ეპოქის რუს პოეტზე სწრაფად და მარტივად მოიპოვონ ინფორმაცია, სურათები, ფილმები, აუდიო კლიპები.
9. სამუშაო ენა: რუსული, ქართული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
· რუსული ლიტერატურა
· ისტორია
· ხელოვნება
· მუსიკა
· საინფორმაციო ტექნოლოგიები
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირინა დავიანი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: idaviani162@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:15. პროექტის ვებ - გვერდები/ ბლოგი:http://idaviani162.blogspot.com/
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment